ბარათაშვილის ქუჩაზე 10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკინგი ამოქმედდება, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კალაძის თქმით, ამ ქუჩის ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება უფასო იქნება. ამისთვის საჭიროა, რომ მათ საკუთარი ავტომობილები დაარეგისტრირონ, - "ასევე შშმ პირებისთვის და ელექტრომობილებისთვის იქნება უფასო", - ამბობს კალაძემ.
დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, პირველი აგვისტოდან კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა.





