ხვალ, 29 იანვარს, თბილისის ქუჩებს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ კუპრაძის, ღლონტის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი 2-ის დასახლების და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის II და IIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ. დიღმის, დიდი დიღომის I მიკრორაიონის, დიდი დიღომის III მიკრორაიონის, ტარიელის, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ის, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ-ის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაკვეთების) და გრიგოლ ფერაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იონა მეუნარგიას და ზაქარიაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





