გიგა ბოკერია

ბოკერია: თუ მაღალჩინოსნის ახლობელი ხარ, ყველაფერი გაგივა, ივანიშვილის გუნდის მიდგომაა

უმძიმესი სანახავია, როგორ უწევს შს მინისტრს იმის მტკიცება საზოგადოებისთვის, რომ, რაც ჩვენ ვიხილეთ, როგორც ექცეოდა პოლიციელებს ეს პირი, მაღალჩინოსნის [ლევან იზორიას] ძმა და შემდგომ როგორც ჩაიფარცხა საქმე, როგორ მოაკითხა "საბჭოთა ტრადიციებში" მისმა [ლევან იზორიას] მძღოლმა და გამოიყვანა და ლამის ბოდიშები ახდევინა პოლიციას - ეს არის თურმე ნორმალური ამბავი და თურმე დანაშაული არ ყოფილა არც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, არც მუქარის - ესაა მადემორალიზებელი.

სწორედ ამ მიდგომით მოვიდა ივანიშვილის მთელი გუნდი და ეს წესი დაამკვიდრა, რომ ყველას უნდა დაასხდნენ თავზე და თამაშის წესი უნდა იყოს, რომ თუ ხარ დაახლოებული პირი მაღალი თანამდებობის პირთან უნდა გაგივიდეს ყველაფერი, ხოლო ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს შეგიძლია მოექცე უსამართლოდ, დაჩაგრო და დაამცირო.

ეს ყველაფერი აისახება ყველა ინტიტუტის ნდობაზე და მათ შორის პოლიციის მორალზე. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო, რომ ეს მანკიერი მემკვიდრეობა სწრაფად აღმოიფხვრას მას შემდეგ, რაც ამ სამარცხვინო ლიდერს და მის კლოუნებს ხელისუფლებიდან გავაცილებთ არჩევნების გზით. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, შს მინისტის, ვახტანგ გომელაურის მიერ ლევან იზორიას ძმის საქმეზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

კომენტარები