ჯესიკა სიმფსონი

ჯესიკა სიმფსონის თქმით, 6 წლის ასაკში მასზე სექსუალურად ძალადობდნენ

USAToday.com

ამერიკელმა მომღერალმა, ჯესიკა სიმფსონმა, ავტობიოგრაფიული წიგნი სათაურად "Open Book" დაწერა, სადაც ბავშვობიდან დღემდე თავისი ცხოვრებისა და სირთულეების შესახებ ყვება.

"არ ვგრძნობდი თავს კომფორტულად ჩემს თავზე არაგულწრფელი საუბრით. მე საშინელი მატყუარა ვარ", - თქვა 39 წლის მომღერალმა.

ჯესიკა სიმფსონი წიგნში წერს, რომ ბავშვობაში პირველად გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რის შემდეგად თვითნებური მკურნალობა დაიწყო ალკოჰოლითა და წამლებით, რის გამოც მოგვიანებით ექიმმა უთხრა, რომ მისი ცხოვრება საფრთხეში იყო.

"მე თავს ვიკლავდი ალკოჰოლითა და წამლებით", - წერს ის.

მომღერალმა დალევას 2017 წელს დაანება თავი და მას შემდეგ სრულიად ფხიზელია.

"ალკოჰოლისთვის თავის დანებება ადვილი იყო. ბოთლზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან მან მომცა უფლება ვყოფილიყავი თვითკმაყოფილი და ერთ ადგილზე გაყინული", - წერს ის.

Open Book

ამის შემდეგ წიგნში ჯესიკა სიმფსონი ყვება, როგორ იძალადეს მასზე სექსუალურად 6 წლის ასაკში.

"[იძალადეს] როდესაც საწოლს ვიყოფდი ჩვენი ოჯახის მეგობრის ქალიშვილთან ერთად. ის [ძალადობა] იწყებოდა ჩემს ზურგზე ღიტინით და შემდეგ საშინლად არაკომფორტულ ქცევებში იზრდებოდა.

მინდოდა ჩემი მშობლებისთვის მეთქვა, რომ მსხვერპლი ვიყავი, თუმცა თავს მტყუანად ვგრძნობდი", - წერს მომღერალი.

ექვსი წლის შემდეგ, 12 წლის ასაკში მან ამ ფაქტის შესახებ მაინც უთხრა თავის მშობლებს. ჯესიკა სიმფსონის თქმით, დედამისმა მამამისს უთხრა, რომ მართალი იყო, როდესაც იფიქრა, რომ რაღაც ხდებოდა.

"ჩვენ არასდროს აღარ დავრჩენილვართ ოჯახის მეგობრის სახლში, თუმცა აღარც იმაზე გვისაუბარია ოდესმე, რაც ჩემს მშობლებს ვუთხარი", - წერს მომღერალი.

ჯესიკა სიმფსონის ავტობიოგრაფიული წიგნი 2020 წლის, 4 თებერვალს გამოვა.

კომენტარები