ავტოავარია

ავტოავარია ცაგერში - ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ორ კაცს ცხენისწყლის არხში ეძებენ

ცაგერში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები მდინარე ცხენისწყლის არხში ჩავარდნილებს ეძებენ.

ავტომობილი ცხენისწყლის არხში გუშინ ღამით ჩავარდა. მასში სამი მამაკაცი იმყოფებოდა. ნაპოვნია მხოლოდ ერთი ადამიანის ცხედარი, ორს კი - ამ დრომდე ეძებენ. ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებთან ერთად, სპეცტექნიკაც ჩაერთო.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები