თრეილერები

რიზ უიზერსპუნის მონაწილეობით ახალი სერიალი Little Fires Everywhere გამოვა (თრეილერი)

ტაბულა

გამოვიდა ლიტერატურული ნაწარმოების Little Fires Everywhere ეკრანიზაციის თიზერი. სერიალში მთავარ როლებს რიზ უიზერსპუნი და ქერი ვაშინგტონი ასრულებენ. 

მწერლის სელესტა ინგის წიგნი 2017 გამოვიდა და პოპულარობაც მალევე მოიპოვა. სერიალი ორი ქალის, ავტორიტეტული დიასახლისის მის რიჩარდსონისა (უიზერსპუნი) და თავნება მხატვრის მია უორენის (ვაშინგტონი) ურთიერთობის სირთულეების შესახებ მოგვითხრობს. 

შოუ სტრიმინგ სერვისზე Hulu 18 მარტს გამოვა.

კომენტარები