ჯიმ ქერი 58 წლის გახდა: მსახიობის ექვსი დასამახსოვრებელი როლი
netflix.com
tbl.ge/4des
დაკოპირდა
ჯიმ ქერი 1962 წლის 17 იანვარს, კანადაში დაიბადა. ბავშვობაში, მსახიობი ექვსი წევრისგან შემდგარ ოჯახთან ერთად, მისი ნათესავის მდელოზე გაჩერებულ ტრაილერში ცხოვრობდა. სკოლის შემდეგ ქერი ადგილობრივ ქარხანაში იატაკების, ტუალეტებისა და კედლების სახეხად მიდიოდა ხოლმე, რათა ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა. ამავდროულად, დაღლილი, სახლში მოსვლის შემდეგ სარკესთან საათებს ატარებდა და სასაცილო გამომეტყველების მიღებაში ვარჯიშობდა.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს ბევრი სახასიათო პერსონაჟი განუსახიერებია, ჯიმ ქერის დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენეთ მისი 6 როლი გავიხსენეთ:
LIAR LIAR
ფოტო: MOMENTS – That Moment In
ფილმში მსახიობმა მატყუარა ადვოკატი განასახიარა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მოტყუება აღარ შეუძლია.
THE TRUMAN SHOW
ფოტო: netflix.com
ამ 1998 წლის ფილმში, ჯიმ ქერიმ პერსონაჟი, რომელიც აღმოაჩენს, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მის ცხოვრებას ტელეეკრანებიდან აკვირდებიან, მის გარშემო მყოფი ადამიანები კი მსახიობები არიან, ოსტატურად განასახიერა.
MAN ON THE MOON
ფოტო: goombastomp.com
ბიოგრაფიულ ფილმში MAN ON THE MOON ჯიმ ქერიმ ენდი კაუფმანი განასახიერა. მსახიობის ორიგინალურმა შესრულებამ კი უკვდავი პერსონაჟი შექმნა.
BRUCE ALMIGHTY
ფოტო: Empire
კომედიაში ჯიმ ქერიმ განასახიერა ბრიუს ნოლანი, რომელმაც სასწაულის დახმარებით ზებუნებრივი ძალები შეიძინა.
ETERNAL SUNSHINE OF THE SPOTLESS MIND
ფოტო: ArchDaily
ფილმში შესრულებული როლი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური არაკომიკური როლია ჯიმ ქერის შემოქმედებაში. მან განასახიერა პერსონაჟი, რომელმაც სცადა, გონებიდან წარუმატებელი ურთიერთობა და ცუდი მოგონებები ამოეშალა.
THE MASK
ფოტო: Bloody Disgusting
ფილმში THE MASK ჯიმ ქერიმ სტენლი იპკინის პერსონაჟი შეასრულა. გმირის ხელში ნიღაბი მოხვდება, რომლის მორგებასთან ერთად ის ყოვლისშემძლე არსებად იქცევა.