ბებია და შვილიშვილი

ჩინეთში ბებიამ შვილიშვილი კატის გადასარჩენად მეხუთედან მეოთხე სართულზე თოკით ჩაუშვა (VIDEO)

ტაბულა

ჩინეთში, გამვლელებმა გადაიღეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორც ჩაუშვა ბებიამ შვილიშვილი თოკით, მეხუთე სართულიდან მეოთხეზე, მისი კატის დასახმარებლად. 

მეხუთე სართულიდან გადმოკიდებულ, თოკზე მობმულ ბავშვს ევალებოდა, სართულებს შორის გაჭედილი კატა ჩანთაში ჩაესვა და სახლში ამოეყვანა.

მას შემდეგ, რაც ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა ბებია გააკრიტიკეს, თუმცა ქალი ამტკიცებდა, რომ მის შვილიშვილს არაფერი მოსვლია. ბიჭის მშობლები მეზობელ ქალაქში მუშაობენ და ამიტომაც 7 წლის ჰაო ჰაო ბებიასთან და ბაბუასთან იზრდება. 

ბებიას თქმით, ის ვერ ხვდებოდა, რომ მის შვილიშვილს საფრთხე ემუქრებოდა აივნიდან თოკით ჩაშვებისას, თუმცა ვიდეოს ნახვის შემდეგ, მან გაიაზრა, რამდენად სახიფათო იყო ამგვარი ქმედება. 

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=16&v=KbsZsJCPO4A&feature=emb_title]

 

კომენტარები