სიცოცხლის ხანგრძლივობა

კვლევა: სიმდიდრე სიცოცხლეს ცხრა წლით ახანგრძლივებს

flickr.com

ბრიტანული სტატისტიკის სამსახურის კვლევის მიხედვით, სიმდიდრე ადამიანებს ცხრა წლით უხანგრძლივებს სიცოცხლეს.

კვლევა 10 წლის მანძილზე ტარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში და მონაცემები ეყრდნობა აშშ-ში 14 803, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 10 754 ადამიანზე დაკვირვებას. ორივე ქვეყანაში ადამიანები ჯგუფებად დაყვეს სიმდიდრის მიხედვით.

კვლევის მიხედვით, 50 წლის ყველაზე მდიდარი კაცები აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში კიდევ 31 წელს ცხოვრობენ, ყველაზე ნაკლებად მდიდრები კი 22 ან 23 წელს.

ყველაზე მდიდარი ქალები ამავე ასაკში კიდევ 31 წელს ცოცხლობენ, ყველაზე ნაკლებად მდიდრები კი გაერთიანებულ სამეფოში 24.6 წელს, აშშ-ში 24 წელს.

კვლევის ხელმძღვანელის, დოქტორ პაოლა ზანინოტოს თქმით, სიმდიდრე ყველაზე მნიშვნელოვანი სოციო-ეკონომიკური ფაქტორია, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ახდენს გავლენას.

 

კომენტარები