ლელო

ხაზარაძე: პირი, ვინც ოხანაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა ლელოს წევრია, ვგმობთ მის საქციელს

მამუკა ხაზარაძე
ლელო

მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ვახტანგ რობაქიძე, პირი, რომელმაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა "ლელოს" წევრია.

"ჩვენ სრულად ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და არაკანონიერ ქმედებას...", - ამბობს ხაზარაძე ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე ცნობით, ვახტანგ რობაქიძე 2012 წლიდან 2017 წლამდე ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო, - "ჩვენ არ ვიცით, თუ რის გამო მოხდა მათ შორის [რობაქიძე-ოხანაშვილს], ანუ ყოფილ პარტიელებს შორის დაპირისპირება", - თქვა ხაზარაძემ.

ინციდენტი გუშინ, 14 იანვარს, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი იქ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

შსს-მ მომხდარეგამოძიება ისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები