თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მიკროავტბუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს უკნიდან დაეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს