ავტოსაგზაო შემთხვევა

ზუგდიდში მიკროავტობუსი ამოტრიალდა, არიან დაშავებულები

მთავარი არხი

​ზუგდიდში სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

ვრცელდება ინფორმაცია 9 დაშავებულის შესახებ, გარდაცვლილები არ არიან.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 4 ადამიანი შეიყვანეს, მათ შორის ერთი მოზარდია. მძიმეა შუა ხნის ქალის მდგომარეობა, რომელსაც ტრავმა თავზე აქვს და ოპერაცია უტარდება.

არსებული ინფორმაციით, მანქანის საბურავი დაზიანდა, რის შედეგადაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები