ევროკავშირი-დიდი ბრიტანეთი

ფონ დერ ლეიენი: ევროკავშირისა და ბრიტანეთის სავაჭრო შეთანხმება წლის ბოლომდე შეუძლებელია

ურსულა ფონ დერ ლეიენი და ბორის ჯონსონი
Twitter

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ ევროკავშირსა და ბრიტნაეთს შორის ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების მიღწევა მიმდინარე წლის ბოლომდე შეუძლებელია და კომპრომისები იქნება საჭირო.

"როდესაც მზე ამოვა პირველ თებერვალს, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი კვლავ საუკეთესო მეგობრები და პარტნიორები იქნებიან. ჩვენს შორის კავშირები დაურღვეველია. ახლა დროა ახალი მომავალი ერთად ავაშენოთ. სიმართლე ისაა, რომ ჩვენი პარტნიორობა ვეღარ იქნება ისეთი ახლო, როგორიც იყო. ყველა არჩევანს თან შესაბამისი შედეგები მოჰყვება.

მისივე თქმით ევროკავშირი მზადაა შექმნას ახალი პარტნიორობა 0 ტარიფებით და კვოტებით, რომელიც ვაჭრობას სცდება.

"მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების გარეშე ვერ გვექნება კაპიტალის, საქონლის და სერვისებით თავისუფალი მოძრაობა. ევროკავშირის მიზნები ამ მოლაპარაკებებში ნათელია. ჩვენ ვიმუშავებთ პრობლემის გადაჭრის გზებზე, რომლებიც ევროკავშირის ინტერაციას დაიცავს. ამაზე კომპრომისი არ იქნება." თქვა მან.

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ბორის ჯონსონმა საკუთარ მთავრობას ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებების დასასრულებლად ერთწლიანი ვადა დაუწესა. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს მიმდინარე თვის ბოლოს დატოვებს.

კომენტარები