აშშ-ირანი

ირანის პრეზიდენტი: თუ ამერიკა კიდევ ერთ დანაშაულს ჩაიდენს, ძლიერ პასუხს მიიღებს

ჰასან როუჰანი
Tehran Times

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, ამერიკა კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათგან პასუხს მიიღებს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით ამის შესახებ როუჰანიმ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"თუ ამერიკა ჩაიდენს დანაშაულს, არ აქვს მნიშვნელობა როგორ დაგვემუქრება ის, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მოვიქცევით გაბედულად, როგორც ეს აქამდე ვქენით. დღეიდან, თუ ამერიკას სურს კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენა, უნდა იცოდეს რომ ძლიერ პასუხს მიიღებს.

თუ ამერიკა აღმოაჩენს, რომ მათ პრობლემა აქვთ მსოფლიოს რომელიმე ნაწილში, ნუ იტყვით რომ ეს ირანის შეკვეთილი იყო. თუ ხვალ, რომელიმე ქვეყანაში რამე მოხდება, ამერიკელები იტყვიან რომ ეს ირანის მიერ მართული ძალების გაკეთებულია. ჩვენ არ გვყავს ჩვენგან მართული ძალები, ამერიკელები ამაში თავიდანვე შეცდნენ. ამ რეგიონის ხალხი მცოდნე, თავისუფალი და თავიანთი გადაწყვეტილებებით მოქმედნი არიან. ისინი არ არიან ჩვენი კონტროლისა ან ბრძანებების ქვეშ", - თქვა ჰასან როუჰანიმ.

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, ირანის მიერ ბაღდადში ამერიკის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა. ტრამპმა პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახადა, რომ ამერიკა ირანს ახალ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს და ნატოს მოუწოდა, რომ უფრო აქტიურად ჩაერთნონ შუა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში.

ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანიდან 8 იანვარს გვიან ღამით განხორციელდა.

ირანელმა კანონმდებლებმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტებად გამოაცხადა. პარლამენტმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

3 იანვარს ბაღდადში აშშ-ის სარეკეტო თავდასხმისას ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკვდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის ყველა სამხედრო აქტივობის უკან სწორედ სოლეიმანი იდგა. ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი სოლემანის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა.

კომენტარები