აშშ-ირანი

დონალდ ტრამპი: არც ერთი ამერიკელი არ დაშავებულა ირანის რეჟიმის შეტევის შედეგად

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა და საუბარი ირანის მიერ ამერიკის სამხედრო ბაზაზე თავდასხმით დაიწყო.

პრეზიდენტის თქმით, გუშინდელი თავდასხმის შედეგად არც ერთი ამერიკელი არ დაშავებულა.

"მანამ, სანამ ამერიკის პრეზიდენტი ვარ, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ამერიკელი ხალხი უნდა იყოს ძალიან მადლიერი და ბედნიერი - არც ერთი ამერიკელი არ დაშავებული გუშინ ირანის რეჟიმის შეტევის შედეგად. ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდ არის და ძალიან მინიმალური ზიანი მიიღო ჩვენმა სახედრო ბაზამ. ამერიკის დიდებული ძალები მზად არიან ყველაფრისთვის. ჩანს, რომ ირანი შეჩერდება, რაც კარგი ამბავია ყველა შეწუხებული მხარისა და ძალიან კარგი ამბავია მსოფლიოსთვის. არც ერთი ამერიკელის და ერაყელის სიცოცხლე არ დავიკარგავს უასფრთხოების ზომებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების გამო, რომლებმაც კარგად იმუშავა", - თქვა დონალდ ტრამპა.

ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანიდან 8 იანვარს გვიან ღამით განხორციელდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში საუბრის დროს რევოლუციური გვარდიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ერაყში სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის დროს "სულ მცირე 80 ამერიკელი ტერორისტი მოკლეს" და სამხედრო ტექნიკა დააზიანეს. 

რევოლუციური გვარდია იმუქრება, რომ მიზანში რეგიონში კიდევ 100 ობიექტი აქვთ ამოღებული იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური ვაშინგტონი საპასუხო ზომებს მიიღებს.

ირანის რევოლუციური გვარდია უკვე დაიმუქრა ხაიფასა და დუბაის დაბომბვით. 

ირანელმა კანონმდებლებმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტებად გამოაცხადა. პარლამენტმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

3 იანვარს ბაღდადში აშშ-ის სარეკეტო თავდასხმისას ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკვდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის ყველა სამხედრო აქტივობის უკან სწორედ სოლეიმანი იდგა. ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი სოლემანის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა.

კომენტარები