კრისტიან ბეილი კომპანიასთან MARVEL შეთანხმებას აწარმოებს და ფილმში Thor: Love and Thunder გამოჩენას გეგმავს. თორზე გადაღებული მეოთხე სურათის რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი იქნება.
Thor: Love and Thunder-ის სიუჟეტს მარველი საიდუმლოდ ინახავს, თუმცა, ცნობილია, რომ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ნატალი პორტმანი იქნება, რომელიც ამჯერად ქალ თორად გადაქცეულ ჯეინ ფოსტერს ითამაშებს.
რა როლს შეასრულებს ფილმში კრისტიან ბეილი, (ან თუ შეასრულებს საერთოდ) ჯერ-ჯერობით უცნობია.