რიზ უიზერსპუნი და ჯენიფერ ენისტონი

უიზერსპუნმა ბიონსეს მისთვის და ენისტონისთვის შამპანიურის გაზიარება სთხოვა (GOLDEN GLOBES)

ტაბულა

2020 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ბიონსე და Jay-Z მართალია დაგვიანებით, მაგრამ სამაგიეროდ, საკუთარი შამპანიურით მივიდნენ. 

როგორც აღმოჩნდა, რიზ უიზერსპუნის მაგიდაზე წყალი დამთავრდა, თუმცა მსახიობი არ დაიბნა და წყვილს მათი შამპანიურის გაზიარება სთხოვა. 

ეს ამბავი ჯენიფერ ენისტონის ინსტაგრამის დახმარებით გახდა ცნობილი. მან ფოტოები გააზიარა და თან მომხდარის შესახებ ფანებსაც უამბო. "რიზ! ეს იმ მრავალ მიზეზთა შორის ერთ-ერთია, რატომაც მიყვარხარ!" აღიარა მსახიობმა. 

კომენტარები