წყალმომარაგების კომპანია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ თანამდებობა დატოვა. როგორც კომპანიაში ტაბულას უთხრეს, გალდავამ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და არ აკონკრეტებენ უკავშირდება თუ არა მისი წასვლა გუდაურში და ბაკურიანში ბოლო დღეების განმავლობაში არსებულ წყალმომარაგების პრობლემებს. 

გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას გრიგოლ მანდარია უხელმძღვანელებს.

ბოლო რამდენიმე დღეა მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში სასტუმროებისა და მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. 

გუშინ, 7 იანვარს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარია მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. 

 

კომენტარები