წყალმომარაგების კომპანია

წყალმომარაგების საქმეზე თამარ ფხოველიშვილს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

წყალმომარაგების კომპანიიდან ორ-ნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე მოსამართლემ საბოლოო განაჩენი გამოაცხადა. წყალმომარაგების კომპანიის მთავარ ბუღალტერს თამარ ფხოველიშვილს და მის მეუღლეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მესამე ბრალდებულს თამარ ნავროზაშვილს კი - 6 წელი, აქედან 2 საპატიმრო, 4 - პირობითი სასჯელი. 

განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოში დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. მთავარმა ბუღალტერმა თამარ ფხოველიშვილმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა წყალმომარაგების კომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელი არჩილ ცაბუტაშვილი და ზვიად ჯანყარაშვილი. მისი თქმით, დანაშაულებრივ სქემას ცაბუტაშვილი კურირებდა და მას მწვანე შუქი ზვიად ჯანყარაშვილისგან ჰქონდა. 

კომენტარები