ოქროს გლობუსი 2020

ბიონსე და ჯეიზი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე თავიანთი შამპანიურით მივიდნენ

Getty Images

გარდა იმისა, რომ ბიონსემ და ჯეიზიმ ოქროს გლობუსის დაჯილდოების 77-ე ცერემონიალზე დაახლოებით ერთი საათით დააგვიანეს, ისინი კიდევ ერთ უცნაურ ქცევაში "გამოიჭირეს".

Los Angeles Times-ის რეპორტიორმა ემი კაუფმანმა ტვიტერზე სურათი დადო, სადაც ჩანს რომ წყვილის დაცვის წევრს ხელში შამპანიურის ორი გაუხსნელი ბოთლი უჭირავს.

"ბიონსე და ჯეიზი მოვიდნენ. ისინი ელოდებიან ქეით მაკკინონის ლაპარაკის დასრულებას, რომ თავიანთი ადგილები დაიკავონ. მათ დაცვის წევრ ალკოჰოლური სასმელი უჭირავს?", - დაწერა რეპორტიორმა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა დაცვის წევრს Armand De Brignac-ის შამპანიური ეჭირა.

გუშინ ბიონსე ნომინირებული იყო ფილმისთვის საუკეთესო სიმღერის შექმნისთვის, თუმცა მას ელტონ ჯონისა და ბერნი ტაუპინის დუეტმა მოუგო.

კომენტარები