დეკანოზ მამალაძის საქმე

მეუფე პეტრე: პატრიარქმა ღვთის შიში დაკარგა, მხოლოდ პატივის, მდგომარეობის დაკარგვის ეშინია

მართმადიანი და ურცხვი პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის ბოროტება, მაგრამ ამ ბოროტების წყარო არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მისი გარემოცვა. მაგრამ მათგან განსხვავებით ვიტყვი, რომ უფალი მეფობს და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი და აუცილებლად, მიმდინარე 2020 წელი იქნება საბედისწერო და იქნება სიმართლის, სამართლიანობის და სიყვარულის ზეიმი და აუცილებლად, ქართველი ერი გამოვა და დადგება და შეცვლის ამ უკუღმართ მდგომარეობას და რეალობას. 

დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც ზურაბიშვილის წინამორბედ პრეზიდენტთან, ასევე ეს ყველაფერი პატრიარქთან და მის გარემოცვასთან შეთანხმებით მოხდა. პატრიარქი მიუხედავად იმისა, რომ ერს ჰგონია, რომ არის მოსიყვარულე მამა, ის არის შურისმაძიებელი ადამიანი. ეს არის შურისძიება მამა გიორგი მამალაძის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ღრმად მოხუცებულობაშია, პატრიარქს ღვთის შიში აქვს დაკარგული. ღმერთთან შეხვედრის შიში აქვს დაკარგული და ამიტომ მას ეშინია მხოლოდ მისი მდგომარეობის, იმ პატივის და კერპის დაკარგვის, რომელიც მან შექმნა 42 წლის განმავლობაში. საბჭოთა პატრიარქმა რა კერპიც შექმნა საქართველოში, ამის დანგრევის ეშინია

სინოდის მიერ მიტროპოლიტობიდან განყენებული მეუფე პეტრე ტვ.პირველის ეთერში. ცნობისთვის, პრეზიდენტმა სინოდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

კომენტარები