არჩილ თალაკვაძე

"თქვენი მოღვაწეობა ძლიერი მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის!" - თალაკვაძე ილია II-ს იუბილეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს. ილია მეორე დღეს 87 წლის გახდა.

"თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს!

თქვენ მთელი სიცოცხლე მიუძღვენით ღვთისმსახურებას, სამშობლოს და ხალხს, რწმენის აღდგენას და გაძლიერებას, სულიერი ტაძრის მშენებლობას, რომელიც გვაერთიანებს. თქვენი მოღვაწეობა ძლიერი მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის!

ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!", - წერია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები