აშშ-ირანის ურთიერთობები

ფოტოები ყასემ სოლეიმანის მკვლელობის ადგილიდან

საინფორმაციო სააგენტომ Associated Press-ი ირანელი გენერალის ყასემ სოლეიმანის, მკვლელობის ადგილიდან გადაღებული ფოტოებს ავრცელებს. ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი და ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ქვედაყანოფ "ყუდსის" ხელმძღვანელი, დღეს დილით ბაღდადის აეროპორტში ამერიკული დრონების შეტევის დროს მოკვდა. 

ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს დამწვარი ავტომობილი ჩანს, რომლისგანაც სარაკეტო დარტყმის შემდეგ მხოლოდ ბორბალი და ე.წ. ბამპერის ნაწილია დარჩენილი. ადგილზე გადაღებული სურათებიდან ჩანს, რომ შემთხვევა ბაღდადის აეროპორტის შესასვლელთან ახლოს მოხდა.

ტვიტერზე, ასევე ვრცელდება გამვლელის მიერ გადაღებული ვიდეო კადრები, რომელზე ცეცხლმოკიდებული ავტომობილი ჩანს.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ ირანში უკვე დაინიშნა ყასემ სოლეიმანის შემცვლელი. ყუდსის ქვედანაყოფს დღეიდან ყასემ სოლეიმანის ყოფილი მოადგილე ისმაილ კაანი უხელმძღვანელებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა მომხდარს საერთაშორისო ტერორისტული აქტი უწოდა. ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი ალი ხამინეი კი სოლემაინის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს სასტიკი და დაუნდობელი შურისძიებით დაემუქრა. 

კომენტარები