ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვა

30 დეკემბერიდან 3 იანვრამდე საოკუპაციო რეჟიმი პერევის ე.წ გამშვებ პუნქტს კეტავს

დღეს, 30 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმი პერევის ე.წ გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს, რომელიც ერთადერთი გადასასვლელია, საიდანაც მოსახლეობას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შეუძლია.

საოკუპაციო რეჟიმი ამის მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებს. ე.წ გამშვები პუნქტი 3 იანვარს გაიხსნება. ადგილობრივები ამბობენ, რომ საახალწლოდ გადაადგილების შეზღუდვის გამო პრობლემები ექმნებათ.

კომენტარები