ხატია მოისწრაფიშვილი

პრეზიდენტის ყოფილი სპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი შემოსავლების სამსახურში დაბრუნდა

ფინანსთა სამინისტრო

პრეზიდენტის ყოფილი სპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი შემოსავლების სამსახურში დაბრუნდა

მან ინფორმაცია ტაბულას დაუდასტურა.

მოისწრაფიშვილმა გვითხრა, რომ ის შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩეველი და სპიკერი იქნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოისწრაფიშვილი 2019 წლის 9 სექტემბერს, Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო გაათავისუფლეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ეწერა, რომ "მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს".

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ რამდენიმე დღით ადრე ფეისბუქზე დაწერა, რომ მოისწეაფიშვილის გადაყენება მის მხარდაჭერას უკავშირდებოდა:

"სირცხვილია!!! პრეზიდენტის პრეს სპიკერსსამსახურიდან წასვლა აიძულო იმის გამო, რომ კრიტიკული ტელევიზიის, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავა, პოსტი მიუძღვნა.

სირცხვილია!!! ასეთებს ჩაუვლია, თქვენაირებს გაუვლია და დღეს მათი გვარები გუგლსაც ძლივს შემორჩა!!!"., - წერდა მელაძე.

კომენტარები