თავდასხმა სპარის კონსულტანტზე

კოსტავას ქუჩაზე, სუპერმარკეტ სპარში მომხმარებელი კონსულტანტს თავს დაესხა

მთავარი არხი

კოსტავას ქუჩაზე, სუპერმარკეტ სპარში მომხმარებელი კონსულტანტს თავს დაესხა.

შემთხვევა დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა.

შსს-ის ცნობით, თავდამსხმელმა კონსულტანტს თავში ფილა ან მსგავსი საგანი ჩაარტყა.

დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. თავდამსხმელი დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები