თბილისის ზღვაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაშავდა ერთი ადამიანი. ინფორმაცია ტაბულას სინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.