კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში

კიევმა და დონბასის არაღიარებულმა რესპუბლიკამ ტყვეები გაცვალეს

აღმოსავლეთ უკრაინაში, კიევსა და სეპარატისტულ დონეცკსა და ლუგანსკს შორის ტყვეთა გაცვლა დასრულდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ცენტრალურ ხელისუფლებასა და სეპარატისტებს შორის ეს ტყვეთა პირველი გაცვლაა. 

არსებული ინფორმაციით, გაცვლის ფარგლებში ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 81 პირი დაბრუნდა, ხოლო სეპარატისტების მხარეს 139. უკრაინული მედიის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან ბერკუტის მებრძოლები, რომლებიც კიევის სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა. 

ბერკუტელები სასჯელს ეკრაინული მაიდნის მოვლენების დროს, მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობისთვის იხდიდნენ. სამ მათგანს 2014 წლის 20 თებერვალს 48 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა ედობოდა ბრალად. არსებული ინფორმაციით გაცვლილთა სიაში ბერკუტის კიდევ ორი მებრძოლი შევიდა.

ბოლო გაცვლა მხარეებს შორის 2017 წლის დეკემბერში მოხდა, მაშინ უკრაინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ სეპარატისტებს 273 ადამიანი გადასცა, ხოლო უკრაინაში 73 ტყვე დაბრუნდა. მიმდინარე გაცვლის შესახებ ცნობილი 9 დეკემბერს ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის შემდეგ გახდა. 

კომენტარები