შეიარაღებული თავდასხმა

ნიუ იორკის შტატში კაცი რაბინის სახლში შეიჭრა და 5 ადამიანი დანით დაჭრა

BBC

ნიუ იორკის შტატში, ქალაქ მონსიში, დანით შეიარაღებულმა კაცმა ხანუქას ებრაული დღესასწაულის აღნიშვნისას რაბინის სახლში ხუთი ადამიანი დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შემდეგ თავდამსხმელი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სინაგოგაში ცდილობდა შეღწევას, თუმცა ვერ შეძლო და მიიმალა. ის მოგვიანებით დააკავეს. პოლიციამ მისი მანქანა ნიუ იორკის ჰარლემის უბანში იპოვა. პირის ვინაობა არ სახელდება.

შემთხვევას გამოეხმაურა ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუმომი და თქვა, რომ ამ კვირაში ეს ებრაელებზე პირველი თავდასხმა არაა და საქმის საფუძვლიანად გამოძიება მოითხოვა. 

თავდასხმას ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინიც გამოეხმაურა და მომხდარი მკაცრად დაგმო. პრეზიდენტი Twitter-ზე წერს, რომ ანტისემიტიზმი მთელი მსოფლიოს მტერია. 

"ანტისემიტიზმი მხოლოდ ებრაელების და ისრაელის სახელმწიფოს პრობლემა არაა. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ ამ ბოროტების გავრცელების შესაჩერებლად, რაც გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს"- წერს პრეზიდენტი. 

კომენტარები