მაიას ცივილიზაცია

მექსიკაში მაიას ცივილიზაციის დაკარგული სასახლე აღმოაჩინეს

მექსიკაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მაიას ცივილიზაციის აქამდე უცნობი სასახლის ნარჩენები აღმოჩინეს. არქეოლოგების ცნობით, სასახლე 1000 წლის წინ, მაიას ცივილიზაციის ზეობის პიკში ააშენეს. 

თანამედროვე მექსიკის შტატ, იუკატანის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სასახლეს 6 მეტრის სიმაღლის გალავანი აკრავს, კედლების სისქე 15 მეტრია, ხოლო სიგრძე კი 55 მეტრი. ამ ტერიტორიაზე მაიას ცივილიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანი ქალაქი კულუბა მდებარეობდა. 

არქეოლოგების ცნობით, სასახლე მეშვიდე საუკენეში აშენდა, ამ დროს მაიას ტომი დღევანდელი გვატემალას, ბელიზის, ჰონდურასის და სამხრეთ მექსიკის ტერიტორიებს აკონტროლებდა. სპეციალისტების ცნობით, ახალაღმოჩენილ ნაგებობა მაიას ცივილიზაციის არსებობის შუა პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. 

სპეციალისტები სწავლობენ ადგილზე აღმოჩენილ რამდენიმე უცხო ნაგებობას, ერთ-ერთი ასეთი დიდი ალბათობით რელიგიურ დანიშნულებას ასრულებდა, ასევე აღმოჩენილია დასახლების კვალიც. 

"ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე მასიური ნაგებობა აღმოვაჩინეთ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეთი არაერთია", — განაცხადა არქეოლოგმა, ალფრედო ბარერამ.

არქეოლოგები ახალაღმოჩენილი ნაგებობის ირგვლივ ტყის გაშენებას გეგმავენ, რათა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მზისა და ქარის მავნე ზემოქმედებისგან დაიცვან..

კომენტარები