თავდაცვის სამინისტრო

ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გენერალური შტაბის უფროსად გიორგი მათიაშვილი დაინიშნა

თავდაცვის სამინისტრო

გენერალური შტაბის უფროსად გიორგი მათიაშვილი დაინიშნა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშივლმა მიიღო.

"საკადრო ცვლილებების თანახმად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაინიშნა.

გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე გათავისუფლდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოზიციიდან და დაინიშნა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ.

თავდაცვის ძალების მეთაურის კიდევ ერთი მოადგილე, გენერალ-მაიორ შალვა ჯაბახიძე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა", - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები