Kanye West

კანიე უესტმა ახალი ალბომი JESUS IS BORN გამოუშვა

Getty Images

25 დეკემბერს კანიე უესტმა ახალი ალბომი "Jesus is Born" გამოუშვა.

ალბომის მთავარ შემსრულებელ არტისტად კანიე უესტის საკვირაო მსახურების გუნდი არის მოხსენიებული - გუნდი, რომელიც ყოველ კვირას კანიე უესტთან ერთად მღერის.

ალბომში 19 სიმღერა არის შესული, მათ შორის არის ტრადიციული საგალობო სიმღერები "Ultralight Beam" და "Balm Gilead".

კანიე უესტი ამ ალბომის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში საუბრობდა, როდესაც მან თქვა რომ ახალი ალბომი მალე გამოვიდოდა.

ჰიპ-ჰოპ არტისტმა ბოლო თვეების განმავლობაში უკვე მეორე ალბომი გამოუშვა - წინა ალბომი "Jesus is King" 25 ოქტომბერს გამოვიდა.

კომენტარები