გრიგოლია: "TV პირველი" კანონმორჩილი ტელევიზიაა, ყველაფერს გადავიხდით, ოღონდ თანაბარ პირობებში

უსინდისობაა, დააბრალო კერძო მაუწყებელს, ტელეკომპანიას, ამ შემთხვევაში ჩვენ ან კავკასიას, რომ გადასახადებს არ იხდის თურმე ბიუჯეტში. უსინდისობაა, გამოხვიდე და თქვა, რომ ხალხისაა ეს ბიუჯეტი და ხალხს გადასახადები უნდა მაშინ, როცა შენ 2016 წლიდან მოყოლებული არ გადაგიხდევინებია ის უზარმაზარი დავალიანება ტელევიზიებისთვის, რომლებიც შენ კოჭკს გიგორებენ. მე ვარ ყველაზე მეტად გაბრაზებული ამაზე. იმდენად ინკასოს თემაზე არა, რამდენადაც ამ პოპულიზმზე და დემაგოგიაზე. ხუთი და ათი წლით რესტრუქტურიზაცია უკვე ნიშნავს პატიებას, მეც გადამივადონ, მე ხომ ვარ ახლა არხის დირექტორი? ტვ პირველი არ აპირებს, რომ გაჯიქდეს და არ გადაიხადოს, ჩვენ კანონმორჩილი ტელევიზია ვართ, 5 წელია, ცდომილება არ გვქონია, გადავიხდით ყველაფერს, უბრალოდ თანაბარ პირობებში. 

"ტელეკომპანია პირველის" გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია, "ტელეკომპანია კავკასიის" გენერალურ დირექტორთან, ნინო ჯანგირაშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე მივიდა. ტელეკომპანიებს დავალიანების გადახდის დაგვიანების გამო ინკასო ფინანსთა სამინისტრომ ორი დღის წინ დაადო.

კომენტარები