გრიპის ვირუსი

იმნაძე გრიპის ვირუსზე: არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არ არის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიაზე საუბარი არ არის. იმნაძემ დღეს გრიპის ვირუსების გავრცელებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ბოლო კვირის მონაცემებით ქვეყანაში ვირუსით ავადობა არის 100 ათას მოსახლეზე 190 ადამიანი, მაშინ როცა ეპიდემიის საფრთხედ ითვლება 100 ათას მოსახლეზე 450-500 ადამიანი. 

"შარშან იმავე პერიოდში იყო 220, ხოლო პიკზე იყო 280. ყველა ქვეყნისთვის სხვადასხვაა ეპიდემიური ზღვარი," - ამბობს იმნაძე.

მისივე თქმით, წელს H1N1 ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დროულად მიმართონ ხოლმე ექიმს. 

"ეს არის ამ პერიოდისათვის ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენთვის დღეს ეს არ ითვლება ეპიდემიად, მაგრამ ადამიანები უნდა იყვნენ ფრთხილად." - ამბობს პაატა იმნაძე. 

კომენტარები