კუ

45 წლის კუმ სახლში ხანძარი გააჩინა, თუმცა თვითონ ცოცხალი გადარჩა

Bbc.co.uk

ესექსში, 45 წლის კუმ სახლში ხანძარი გამოიწვია, თუმცა თვითონ ცოცხალი გადარჩა.

კუ სახლში მარტო იყო, როდესაც შემთხვევით სანათი წააქცია, რამაც "მოკლე ჩართვა" გამოიწვია და სახლში ხანძარი გაჩნდა.

ხანძარი და კვამლი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძროში დარეკეს. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა 25 წუთში შეძლეს და კუ სახლიდან უვნებელი გაიმოიყვანეს.

"ვიმედოვნებ კუ ხანგრძლივად და ბედნიერად იცხოვრებს. მას ძალიან იღბლიანი შობის დღე აქვს - 45 წლის არის და ცხოვრებას განაგრძობს", - თქვა მეხანძრემ.

კომენტარები