ტაივანი

ტაივანის არჩევნების წინ ტაივანის სრუტეში ჩინეთის საბრძოლო თვითმფრინავის ხომალდი შენიშნეს

ცაი ინ-ვენი

ტაივანის სრუტეში ჩინეთის საბრძოლო თვითმფრინავების ხომალდი შენიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტაივანის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პეკინი კუნძულზე წნეხს კიდევ უფრო ზრდის.

ჩინეთის საბრძოლო თვითმფრინავების გადამზიდი ხომალდი შანტონგი ტაივანის სრუტის ჩრდილოეთით მოძრაობდა, მას თან ახლდა რამდენიმე ფრეგატიც. სამინისტროს არ უთქვამს, როდის მოხდა ეს შემთხვევა.

"სრუტის ორივე მხარის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ადამიანების კეთილდღეობისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. სრუტეში პეკინმა მშვიდობა და სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს, რომლის მიღწევა არც ისე ადვილია," - ვკითხულობთ ტაივანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ერთერთი ტაივანელი მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, ამბობს, რომ ჩინეთს კუნთების თამაშით ტაივანელი ამომრჩევლის დაშინება სურს. 

მისი განმარტებით, პეკინს ესმის რომ ამას არც ისე კარგი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს, თუმცა რაც ყველაზე მეტად ანაღვლებს მას არის ის, რომ პეკინის მომხრე კანდიდატმა ტაივანის არჩევნებში შესაძლოა სრული მარცხი განიცადოს. 

ჩინეთის თვადაცვის სამინისტროს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

საზოგადოებრივ აზრთა გამოკითხვებში ცაი ინ-ვენი ლიდერობს და ის წინ უსწრებს მის ოპონენტს, ხან ქოუ იუს ჩინეთთან მეგობრულად განწყობილი გომინდანის პარტიიდან. ქოუ იუმ სულ რამდენიმე დღის წინ ერთიანი ჩინეთის აღიარების პოლიტიკას დაუბრუნდა. გომინდანის მთავრობა ერთ დროს ჩინეთს მართავდა, თუმცა კომუნისტების გამარჯვების შემდეგ ჩინეთის მთავრობა ტაივანში გაიქცა.

ტაივანის საარჩევნო კამპანიის პარალელურად ჩინეთი ტაივანთან მშვიდობიან გაერთიანებაზე უსვამს ხაზს. ჩინეთი ტაივანს მის ერთერთ პროვინციად მიიჩნევს. 

ჩინეთი შიშობს, რომ ცაის ხელახალი გაპრეზიდენტების შემთხვვევაში მისი დემოკრატიულ პროგრესული პარტია ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური პეკინისთვის წითელი ხაზია. 

რამდენიმე კვირის წინ ჩინეთმა ტაივანის სრუტეში საჰაერო რაკეტების ხომალდი განათავსა.​ტაივანმა ჩინეთის ხომალდის ტაივანთან განთავსება არჩევნების წინ ამომრჩეველთა დაშინების მცდელობად აღიქვა.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ინ-ვენი გახდა პრეზიდენტი, ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს.

ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები 11 იანვარს გაიმართება.

კომენტარები