ბიძინა ივანიშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წლისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრება.
ტაძარში ასევე არიან პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ასევე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.