ყველაზე მდიდარი ამერიკელი სელებრითები

Forbes-მა ათწლეულის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების ათეული გამოაქვეყნა

ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების ათეული გამოაქვეყნა. 

სიის პირველ ადგილზე ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და ბიზნესმენი ანდრე იანგი, იგივე Dr. Dre გავიდა. ბოლო სრულფორმატიანი ალბომი, სახელად Сompton, იანგმა 2015 წელს გამოუშვა. ამის მიუხედავად, გამოცემა მუსიკოსის ქონებას 950 მილიონ დოლარად აფასებს. უნდა ითქვას, რომ იანგი ყურსასმენების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, Beats-ის აქციების 20%-ის მფლობელია. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა რამდენიმე წლის წინ Beats-ი 3 მილიარდ დოლარად შეიძინა. 

მეორე ადგილზე ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი გავიდა. გრემის ათგზის მფლობელი არტისტის ქონებას გამოცემა 825 მილიონ დოლარად აფასებს. წელს სვიფტმა თავის მეექვსე ალბომი გამოუშვა. წელსვე სვიფტმა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მუსიკოსის სტატუსი მოიპოვა, Forbes-ის შეფასებით სვიფტის ანაზღაურება 185 მილიონ დოლარს გაუტოლდა. გამოცემაში ამბობენ, რომ სვიფტი არამარტო 2019 წლის, არამედ, მთლიანი 2010-იანი წლების ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მუსიკოსია. 

მესამე ადგილზე კი, ბიონსე გავიდა, რომლის ქონებამაც 685 მილიონ დოლარს მიაღწია. გამოცემის ინფორმაციით, ბიონსეს შემოსავლის ძირითადი წყარო საკონცერტო ტურნეები იყო. ამ დეკადის განმავლობაში ბიონსეს საშუალო წლიური შემოსავალი 80 მილიონ დოლარს აღემატებოდა. 

სიაში მოხვდნენ ისეთი არტისტები, როგორებიცაა ბონო, ელტონ ჯონი, Jay-z და სხვები. დეკადის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  • Dr. Dre — $950 მილიონი;
  • ტეილორ სვიფტი — $825 მილიონი;
  • ბიონსე — $685 მილიონი;
  • U2 — $675 მილიონი;
  • Diddy — $605 მილიონი;
  • ელტონ ჯონი — $565 მილიონი;
  • Jay-Z — $560 მილიონი;
  • პოლ მაკარტნი — $535 მილიონი;
  • კეტი პერი — $530 მილიონი;
  • ლედი გაგა — $500 მილიონი.

კომენტარები