All I want for christmas is you

მერაია ქერიმ ALL I WANT FOR CHRISTMAS IS YOU-ს ახალი კლიპი გამოუშვა

ამ კვირის განმავლობაში უკვე მეორედ, მეარაია ქერიმ All I Want For Christmas Is You-ს ახალი კლიპი გამოუშვა - ამჯერად ვიდეო სიმღერის გამოსვლიდან 25 წლის გასვლას მიეძღვნა.

კლიპში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მონაწილეობს - კიმ კარდაშიანი, კეტი პერი, ტრევორ ნოა, ჯეიმი ფოქსი, ჰეიდი კლუმი, არიანა გრანდე, კრის ჯენერი, მისი ელიოტი და სხვები.

ახალ კლიპს მერაია ქერი ტვიტერითაც გამოეხმაურა.

"ვაუ! ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშობაო საჩუქარი, რაც მიმიღია. მე ძალიან მადლობელი ვარ ყველა ჩემი მეგობრის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კლიპში. თქვენ ჩემს სახეზე ღიმილი გააჩინეთ, მადლობა", - დაწერა მერაია ქერიმ.

კომენტარები