საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს [video]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 30 წლის ტურისტი ყუროს მთაზე, 2500 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, ტურისტი დაშავებული იყო. ის მაშველებმა ხევიდან ამოიყვანეს, რომლის სიმაღლეც 100 მეტრი იყო. მათივე ინფორმაციით, ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

"მოქალაქე მაშველების მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას, სადაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა შესაბამისი დახმარება", - აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები