ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობა

ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი მდგომარეობა მძიმეა

ცოტნე გამსახურდია გულ-მკერდისა და თავის არეში ჩატარებული ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და დღეს დილით დასრულდა, ქირურგის განცხადებით, წარმატებული იყო, მაგრამ პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და შესაძლოა, ცოტნე გამსახურდიას თავსა და გულ-მკერდის არეში კიდევ ჩაუტარდეს ოპერაციები.

"პაციენტის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. მრავლობითი ტრავმა აქვს გულ-მკერდის არეში, თავის ტვინსა და თავის ქალაზე. ძალიან ბევრი გემატომა იყო ორივე მხარეს, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ. დაზიანებული იყო ქალა ტვინის, შუბლისა და თხემის ძვლები. პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე დარჩება რამდენიმე დღე. არ უნდა ვიფიქროთ, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა" - ამბობს ქირურგი "ტელეკომპანია პირველთან".

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საღამოს გალის ქუჩაზე დაჭრეს, როცა "კოლხური კოშკიდან" გამოდიოდა. პირები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, ჯერ არ არიან დაკავებული. შსს-მ გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები