ისევე, როგორც ყველა ადამიანს, მსახიობებსაც ტანჯავთ გარკვეული ფობიები. ზოგი მათგანი ამ შიშს არც (ან ვერც) მალავს და ჩვენც გავიხსენეთ რამდენიმე ცნობილი ადამიანის ფობია.
ტომ ჰიდლსტონი
ლოკის, შესაძლებელია, არც ჰალკი და არც მარველის სხვა ძლევამოსილი პერსონაჟები აშინებდნენ, თუმცა ამ გმირის შემსრულებელს ზვიგენების ფობია აქვს. მსახიობის თქმით, მას ძალიან უყვარს ცურვა, თუმცა რაღაც მომენტში მის ქვეშ მოცურავე ზვიგენს წარმოიდგენს და წყლიდან მაშინვე გამოდის, მიუხედავად იმისა ბინადრობენ თუ არა იმ ადგილას ზვიგენები.

ფოტო: Walt Disney Studios
ორლანდო ბლუმი
ორლანდო ბლუმი, მის მიერ განსახიერებული ელფის-ლეგოლასისგან განსხვავებით უშიშარი ნამდვილად არ არის. მსახიობს გოჭებისა და ღორების ფობია აქვს. ერთხელ, ფილმის Kingdom of Heaven გადასაღებ მოედანზე, გალიიდან გოჭი გამოიპარა და მსახიობმა გადაღება ჩაშალა. აღსანიშნავია, რომ ბლუმი ღორის ხორცსაც არ ჭამს.

ფოტო: yahoo
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ბავშვობაში, როდესაც ღამის პეპელა პირველად დაინახა, ისე შეეშინდა, რომ ეს შეგრძნება სამუდამო ფობიაში გადაეზარდა და ახლა მსახიობს თითქმის ყველანაირი პეპლის ეშინია.

ფოტო: Machine Mean
მეთიუ მაკკონაჰი
მეთიუ მაკკონაჰიმ ერთხელ თქვა, რომ მბრუნავი კარებისა და გვირაბების ეშინია. "ვერ ვიტან, როდესაც ვერ ვხედავ ჩემგან ორი მეტრის დაშორებით რა ხდება, გვირაბში შესვლისას კი სწორედ ასეთი გრძნობაა, არასდროს იცი რა ხდება წინ, იქნებ ავტოკატასტროფა მოხდა?!" განმარტა მსახიობმა, თუმცა მბრუნავი კარის ფენომენზე მას არ უსაუბრია.

ფოტო: superiorpics
კრისტინა რიჩი
კრისტინა რიჩის ოთახის მცენარეების ფობია ტანჯავს. თანაც, მსახიობს მხოლოდ იმ მცენარეების ეშინია, რომელიც ქოთანშია ჩარგული.

ფოტო: YouTube
ოპრა უინფრი
ოპრა უინფრის საღეჭი რეზინის შიში აქვს და მისი ღეჭვა ოფისშიც აკრძალა. უინფრი ამ შიშს ბებიამისის ჩვევას უკავშირებს: ის უკვე დაღეჭილ რეზინს კაბინეტის მაგიდაზე ზოლებად ალაგებდა.

ფოტო: Variety
დევიდ ბექჰემი
ცნობილ ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს ბაყაყების ეშინია. მან ამაზე ერთ-ერთი ინტევრიუს დროს ისაუბრა. შიში, როგორც ის ფიქრობს, წარსულში მიღებული ტრავმისგან გაუჩნდა.

ფოტო: AS English - Diario AS
ტეილორ სვიფტი
ტეილორ სვიფტს ზღვის ზღარბების ეშინია, ისე, რომ ის ამის გამო წყალშიც არ შედის. ასევე მომღერალმა აღნიშნა, რომ ეშინია არ დააპატიმრონ და ციხეში არ გამოკეტონ.

ფოტო: Billboard





