ბიონსე და Jay-Z

Jay-Z-მ უცხო კაცს, რომელიც ბიონსეს უღებდა, ტელეფონი წაართვა (VIDEO)

Vanity Fair

 Diddy-ს 50 წლის იუბილეზე ბევრი ცნობილი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის Jay-Z, ბიონსე, ლეონარდო დიკაპრიო, ქანიე ვესტი, Wiz Kalifa, ნაომი ქემბელი და სხვები. 

დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება საკმაოდ მასშტაბური იყო. ერთ-ერთ მომენტში, როდესაც ბიონსე, Jay-Z და მათი მეგობრები სხვებთან ერთად ცეკვავდნენ, Jay-Z-მ კაცს მობილური წაართვა, რადგან ის ბიონსეს, მისი ნებართვის გარეშე, ჩუმად უღებდა. 

წვეულება, შაბათს 14 დეკემბერს გაიმართა.

 

კომენტარები