ერეკლე კუხიანიძე

კუხიანიძე: გამოვთქვამ წუხილს, რომ ემოციებმა მოახდინა მოქმედება და დავწერე ის, რაც დავწერე

მე მინდა აღვნიშნო, რომ მე ძალიან მინდა, ეს მდგომარეობა საქართველოში გამოსწორდეს, ფაქტიურად ფსიხოზური მდგომარეობაა, მე ასე ვაფასებ, როცა ადამიანები ერთმანეთს დასდევენ და ცდილობენ რაღაცაში გამოიჭირონ ერთმანეთი, შეურაცხყოფა მიაყენონ და იყოს სრული დესტრუქცია, მე მგონი უნდა დამთავრდეს. არსებობს გარკვეული მიზეზები ამ მდგომარეობისა. ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდი ვცდილობდი, რომ საქართველოში შეცვლილიყო სიტუაცია, იგივე დემოკრატიის თვალსაზრისით და კონკრეტული ნაბიჯებიც მაქვს გადადგმული.

პოსტის დაწერიდან მეორე დღეს დილიდანვე მინდოდა შემეცვალა რაღაცები, რაც არ იყო სწორი, მაგრამ ისეთი რეაქციები დამხვდა facebook-ზე შეურაცხყოფები და წყევლები, გადასცდა ყოველგვარ ზღვარს. მე დაველოდე ის დღე, რომ არ გამოსულიყო, რომ შეეშინდა და მოხსნა და რაღაცა, დაველოდე რომ მიმეღო რეზულტატი ჩემი ქმედებისა და საღამოს მე ეს შევცვალე, შევცვალე და დავწერე, რომ არ არის სწორი ემოციური, გაღიზიანებული რეაგირებები და დავწერე ისე, როგორც დავწერდი, რომ არ ვყოფილიყავი იმ დღეს სტრესში და რაღაცას არ გამოვეყვანე მდგომარეობიდან. 

რა თქმა უნდა, იქ არ იყო უხეშობა, არ იყო დედის მოხსენიება, რაც ჩემთვისაც ძალიან უსიამოვნოა და მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ყველამ ყველას უნდა მოვუხადოთ ბოდიში. 

არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ვიღაცა ჩააგდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ იძულებულია რაღაც გააკეთოს. არა, ეგრე არ არის, მე იძულებული არ ვარ არაფრის, არავისთან ისეთი დამოკიდებულება არ მაქვს, რომ ვიღაცამ რაღაცა მაიძულოს, მაგრამ მე გამოვთქვამ ძალიან დიდ წუხილს იმის გამო, რომ ემოციებმა ჩემზე მოახდინა მოქმედება და მე დავწერე ის რაც დავწერე. მაგრამ ეს ვფიქრობ, რომ ეს შეცვლილი არის და ვფიქრობ, რომ იგივე ბატონის ვაჟა და მისი ოჯახი არის მომართული პოზიტივზე, მომავალზე და პირველ რიგში იმაზე, რომ ეს ადამიანი იყოს გამოხსნილი და იმაზე, რომ ჩვენ ერთად მოვახერხოთ და ეს მძიმე სიტუაცია ქვეყანაში შევცვალოთ.

საკრებულოს უმრალესობის დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე ტვ პირველის ეთერში საუბრისას. ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

კომენტარები