12 დეკემბრის აქციაზე დაკავებულები

12 დეკემბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესი 17 დეკემბრამდე გადაიდო

ტაბულა

12 დეკემბერს პარლამენტის წინ აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო და 17 დეკემბერს ჩაინიშნა. 

"ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელიც ერთ-ერთია აქციაზე დაკავებულთაგან, "ტელეკომპანია პირველთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მთავარია, მალე დამთავრდეს პროცესი, ხელისუფლებას თავისთვის სასურველ დროს რომ არ ჰქონდეს ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობა.

"არაფერი განსაკუთრებული, პროცესი უბრალოდ გადაიდო, როგორც ჩანს ისედაც განწყობილი იყო გადადებისთვის მოსამართლე. მაქსიმუმი არის 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, თუმცა ესეც არ არის პრობლემა, მთავარია, რომ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება" - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

"ლელოს" დაკავებული წევრი, ირაკლი კუპრაძე კი ამბობს, რომ ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, მოსამართლემ წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს 166-ე და 173-ე მუხლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

"ქართული ოცნების ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს საბჭოთა 1984 წლის რეპრესიული კოდექსით ებრძვის"- წერს ირაკლი კუპრაძე.

კომენტარები