ოცნების ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა

ალაფიშვილი: პრემიერის გარეშე, მხოლოდ ხელმოწერებით რეფერენდუმი ვერ დაინიშნება, რისი ეშინიათ?

იურისტი ლევან ალაფიშვილი მამუკა მდინარაძის მიერ გახმოვანებულ ოცნების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თუ 2024 წლამდე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საჭიროება დადგა, ის არსებული შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს, ხოლო "თუ თუ მმართველი გუნდი "ამ გარანტიის შექმნას ვერ შეძლებს, მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით"- ამბობს მდინარაძე.

ლევან ალაფიშვილი კი ოცნებას პასუხობს, რომ რეფერენდუმის დანიშვნას პრეზიდენტის და პრემიერის ერთობლივი გადაწყვეტილება სჭირდება და ამისთვის მხოლოდ 200000 ხელმოწერა არ არის საკმარისი.

"ჰოდა, ამბოხებული მაჟორიტარების მიერ გაცხადებული რეფერენდუმის რატომ ეშინია ქ.ოცნებას? პრემიერი არ გასცემს თანხმობას და დამთავრებულია, არ დაინიშნება" - წერს ალაფიშვილი და ასკვნის, რომ "ოცნება ან თამაშობს და პოლიტმალაყებს ძალაუფლების "სამარადჟამოდ" გასაფორმებლად აკეთებს, ან სხვა რამის ეშინია - პარლამენტში უმრავლესობის დაშლის გაფორმების და მთავრობის ამოყირავების."

კომენტარები