მატრიცა

ჯონ ვიკისა და მატრიცის მე-4 ნაწილები 2021 წელს ერთსა და იმავე დღეს გამოვა

კიანუ რივზის ორი მასშტაბური პროექტის  "Matrix" და "ჯონ ვიკი" მეოთხე ნაწილები 2021 წლის 21 მაისს გამოვა. თუმცა, ორივე ფილმის მოთხოვნადობის გამო, არ არის გამორიცხული, მათი გამოსვლის თარიღები შეიცვალოს ისე, რომ ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. 

ცნობილია, რომ მატრიცაში კვლავ დაბრუნდებიან კიანუ რივზი, ქერი-ენ მოსი და ჯადა პინკეტ სმიტი. ფილმში გამოჩნდებიან ახალი პერსონაჟები ნილ პატრიკ ჰარისის, ჯესიკა ჰენვიკისა და იაჰია აბდულ-მატინ II-ის(ახალგაზრდა მორფიუსი) შესრულებით.

მატრიცის მეოთხე ნაწილს ლანა ვაჩაკოვსკი გადაიღებს. ასევე ის იქნება ფილმის სცენარისტიც დევიდ მიტჩელთან და ალექსანდრ ჰემონთან ერთად. 

კომენტარები