თავდასხმა გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე

უგულავა: უცხოელი ძიუდოისტებიც რომ არ გავლახო, ალბათ, ამიტომ ჩამომართვეს პასპორტი

ალბათ, იმიტომ, რომ უცხოელი ძიუდოისტებიც არ გავლახო, პასპორტი ჩამომართვეს. ზედ ხურდად 2000-ლარიანი გირაო. ეს ტაკიმასხარაობა ამიტომ მოაწყეს. არაუშავს, მეტი დრო მექნება აქ ბრძოლისთვის და შვილებისთვის

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა მისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას Facebook-ზე ასე ეხმაურება. საქალაქო სასამართლომ უგულავას 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და პასპორტისა და ID ბარათის ჩაბარება მოსთხოვა. ძიუდოისტი საბა (ბადრი) გავაშელაშვილი, რომელიც 11 დეკემბერს უგულავასა და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხა, თავად უჩივის უგულავას ცემისთვის.

კომენტარები