თავდასხმა გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე

უგულავა: მე და გაბაშვილს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის ზონაში ორკები თავს დაგვესხნენ

ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგი უგულავას და მის თანაპარტიელს, გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ.

გიგი უგულავა ამბობს, რომ თავდასხმა საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში მოხდა.

"მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ, თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. ეტყობა, ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი", - დაწერა უგულავამ facebook-ზე.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ამ ეგტაპზე დეტალებს აზუსტებენ.

კომენტარები