გიგი უგულავა

პროკურატურა უგულავასთვის პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვს

პროკურატურა უგულავასთვის გირაოს შეფარდებას და პასპორტის ჩამორთმევას ითხოვს.

ევროპული საქართველოს წევრის მიერ გავრცელებული დოკუმენტით, პროკურორი თამარ ზაქუტაშვილი მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით, უგულავას გირაოს სახით განესაზღვროს 5000 ლარის გადახდა და ამისთვის მიეცეს 20 დღე. ასევე, ჩამოერთვას პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


ფოტო: გიგი უგულვა

"აი თურმე რატომ დადგეს ეს უნიჭო და ძალადობრივი სპექტაკლი. მომიგზავნეს ზონდერი ბადრი (საბა) გავაშელიშვილი, რომელიც შტატიანი შნირი აღმოჩნდა. 16 ნოემბერს აქციის მონაწილეებს არბევდა. ეს სუბიექტი ვალებში იხრჩობა. ლუდომანია, თამაშობს. შესაბამისად,სუს-მა მოიგდო და გახდა მონა-ჯალათი. პასპორტის ჩამორთმევა ნდომებიათ", - დაწერა უგულავამ ფეისბუქზე.

უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს გუშინ, 11 დეკემბერს დაესხნენ. თავდასხმა საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში მოხდა.

თუმცა, მოგვიანებით ძიუდოისტის ცემისთვის ბრალი თავად გიგი უგულავას წაუყენეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოკა გაბაშვილი დაზარალებულად ცნეს.

ასევე, შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს, დავით პარკაძეს ბრალი წარედგინა, მეორე - ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი კი დაზარალებულად მიიჩნიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

უგულავა და გაბაშვილი ლარნაკაზე მიფრინავდნენ. უგულავას თქმით, ისინი ნაცნობ ქალბატონთან ერთად ყავას სვამდნენ, როდესაც თავდამსხმელები მათთან მივიდნენ და ჩხუბი წამოიწყეს.

კომენტარები